Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კონსტანტინე II (ლიხთიმერეთის მეფე)![]()
Biographyბაგრატ ერისთავის (დავით ნარინის შთამომავალი) ვაჟი. მის შესახებ მასალები შეკრებილი აქვს ვახუშტი ბატონიშვილს (XVIII ს.) ძმების, ლიხთიმერეთის მეფეების ალექსანდრესა და გიორგის მმართველობის დროს. კონსტანტინეს საქმიანობის შესახებ არაფერია ცნობილი. 1392 ვამეყ დადიანთან ბრძოლისას მოკლეს ლიხთიმერეთის გამგებელი გიორგი ბაგრატის ძე. ამით ისარგებლა საქართველოს მეფე გიორგი VII-მ და დასავლეთ საქართველო კვლავ შემოიერთა. გარდაცვლილი გიორგის ძმა კონსტანტინე და ძმისწული დიმიტრი ალექსანდრეს ძე ბასიანში გაიქცნენ და იქ ოთხი წელი გაატარეს. თემურლენგთან ბრძოლებში დასუსტებული საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ვერ ახერხებდა დასავლეთ საქართველოს სრულფასოვან კონტროლს, რითაც ისარგებლეს ადგილობრივმა ერისთავებმა – 1396 ბასიანიდან კონსტანტინე ბაგრატის ძე მოიწვიეს და ლიხთიმერეთის მეფედ აკურთხეს. კონსტანტინე II-მ იმერეთის ციხეების დაკავება დაიწყო, იმავდროულად ცდილობდა "შეერთებასა თვისად დადიან-გურიელისასა და სუანთასა". კონსტანტინე II-მ საბოლოოდ ვერ მოახერხა ამ ერთობის მიღწევა. ვახუშტის მიხედვით, იგი 1401 გარდაიცვალა. გიორგი VII-მ, მამია დადიანის დახმარებით იმერეთი კვლავ დაიმორჩილა, ბაგრატ ერისთავის შთამომავლებიდან დარჩენილი დიმიტრი ალექსანდრეს ძე დაატყვევა და ქართლში გადაიყვანა. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 157
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |