The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კონსტანტინე ბატონიშვილი

კონსტანტინე ბატონიშვილი
Date of birth:4 July, 1789
Date of death:3 May, 1844  (at 54 years)
Burial location:მოსკოვი
Category:Nobleman, Royalty, Military Person

Biography

იმერეთის მეფე, დავით II-ის ძე, გენერალ-მაიორი. 3 წლის კონსტანტინე ბატონიშვილი მამამ ერთგულების ნიშნად სოლომონ II-ს მძევლად დაუტოვა. დავით II-ის მიერ ტახტის დაბრუნების მცდელობის გამო 1792 სოლომონმა უფლისწული მუხურის ციხეში ჩაკეტა. 1803 წელს რუსეთის მთავრობის მოთხოვნით სოლომონ II-მ კონსტანტინე ბატონიშვილი გაათავისუფლა და იმერეთის ტახტის მემკვიდრედ ცნო. შემდეგში სოლომონმა შეძლო ახალგაზრდა უფლისწულის შემორიგება. იმერეთის სამეფოს გაუქმების (1810) შემდეგ კონსტანტინე ბატონიშვილი პეტერბურგს გაემგზავრა და კაზაკთა ლაიბგვარდიის პოლკში ჩაირიცხა როტმისტრად. მონაწილეობდა რუსეთის 1812 წლის სამამულო ომში. მისი შვილები (დავითი, გიორგი, კონსტანტინე, ნიკოლოზი, ალექსანდრე) რუსეთში იმერეტინსკებად იწოდებოდნენ ან "ბაგრატიონ-იმერეტინსკებად" იწოდებოდნენ.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველოს სამეფო: georoyal.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 158-159

Awards and Honors

  • წმინდა ვლადიმირის ორდენი

Share: