შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გეორგ კორადინი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ლუკა. ძირითადად მუშაობდა დაზგურ გრაფიკაში აკვარელის ტექნიკით. თბილისში ჩამოვიდა XIX ს. 40-იან წლებში. სავარაუდოდ, 1847–1853წწ. ხატვასა და სუფთა წერას ასწავლიდა თბილისის გიმნაზიაში. 1853–1856წწ. მსახურობდა რუსეთის ჯარში ოფიცრად. მონაწილეობდა ყირიმის ომში. 1871 წელს გადადგა სამხედრო სამსახურიდან და გაემგზავრა იტალიაში, თუმცა მოგვიანებით ისევ რუსეთში დაბრუნდა. როგორც მხატვარი, ოსტატურად ფლობდა აკვარელის ტექნიკას, ქმნიდა ცნობილი ისტორიული პირების, კავკასიის მთიელთა, ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკის (სადაც მსახურობდა) ოფიცერთა პორტრეტებს, აკეთებდა ეთნოგრაფიულ ჩანახატებს. სამწუხაროდ, მისი ნამუშევრების უმეტესობა დაკარგულია. მისი ორი მინიატიურა დაცულია საქართველოს გ. ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმში. ერთზე გამოსახულია ერეკლე II-ის ქალიშვილი თეკლე, ხოლო მეორეზე – მისი მეუღლე ვახტანგ ორბელიანი. ორივე მინიატიურა ხელმოწერილია მხატვრის მიერ. საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულია გ. ერისთავის პიესა "გაყრის" ხელნაწერი მის მიერ შექმნილი 11 მინიატიურით, რომელიც ასახავს როლების პირველ შემსრულებლებს სპექტაკლში. იტალიელი მხატვარი. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 171
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |