Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მალხაზ ხუციშვილი![]()
Biographyდაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, მეტალურგიის ფაკულტეტი ინჟინერ მექანიკოსის კვალიფიკაციით 1977 წელს; მოსკოვის ბაუმანის სახელობის ტექნიკური უნივერსიტეტის შედუღების კათედრის ასპირანტურა 1985 წელს. 1977-1991წწ. მუშაობდა ელექტრო შედუღების საკავშირო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის თბილისის განყოფილებაში კონსტრუქტორად, უმცროს მეცნიერ თანამშრომელად, მეცნიერ თანამშრომელად, უფროს მეცნიერ თანამშრომელად; 1991-1992წწ. ლაგოდეხის რაიონის პრეფექტი; 1992 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში: 1992-2006წწ. ახალი ტექნოლოგიების კათედრა, დოცენტი; 1992-1993წწ. ლაბორატორია N1, ლაბორატორიის გამგე; 2006-2007წწ. ახალი ტექნოლოგიების კათედრა, ასოცირებული პროფესორი; 2007-2009წწ. შედუღების მიმართულება, ასოცირებული პროფესორი; 2009 წლიდან შედუღების მიმართულება, პროფესორი. არის შედუღების ტექნოლოგიათა ცენტრის ხელმძღვანელი. ცენტრს აქვს შესრულებული სამუშაოები შენადუღი ნაკერების ხარისხის კონტროლზე და შენადუღი კონსრუქციების დიაგნოსტიკაზე მრავალ წამყვან სამშენებლო ფირმებთან, მათ შორის - M2, არკტრეიდი და სხვა. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (დაიცვა მოსკოვის ბაუმანის სახელობის ტექნიკური უნივერსიტეტში, ავტომატიზაციისა და მექანიზაციის ფაკულტეტის შედუღების კათედრაზე 1985 წელს). აკადემიური დოქტორი (2009), პროფესორი (2006). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |