Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დიმიტრი კორტავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ფოქვე, ოჩამჩირის რაიონი. დაამთავრა თეატრალური ინსტიტუტის აფხაზური სტუდიის სამსახიობო ფაკულტეტი ა. ხორავას ხელმძღვანელობით 1959 წელს; 1964–1969წწ. სწავლობდა ლენინგრადის თეატრის, მუსიკისა და კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე. 1959–1964წწ. იყო სოხუმის აფხაზური თეატრის მსახიობი; 1973–1974წწ. ამავე თეატრის მთავარი რეჟისორი, 1970–1973წწ. ზუგდიდის შ. დადიანის სახელმწიფო თეატრის რეჟისორი; მის მიერ სხვადასხვა დროს შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ვანუა (ა. ცაგარლის "ციმბირელი"), კამერდინერი (ე. შვარცის "შიშველი მეფე"), არფაშელი (შ. ჭკადუას "ვინ არის ჩვენ შორის ყრუ"), კადირი (ა. ლაგვილავას "მზის ამოსვლის წინ"); სოხუმის აფხაზურ თეატრში დადგა სპექტაკლები: რ. გამზათოვის "მთიელი ქალი", რ. ჯოპუას "ნაბიჯები", "აურზაური ტყეში", ნ. დუმბაძის "ნუ გეშინია დედა!", "თეთრი ბაირაღები", ა. მუკბას "როცა ყველა კარი ღიაა", "მზის დაბნელების დროს", უ. შექსპირის "მეფე ლირი", ვ. ვიშნევსკის "ოპტიმისტური ტრაგედია", ბ. შინკუბას "მერე როგორც გენებოთ", ვ. შანბას "ქალ-ვაჟი და მოცარტი"; სოხუმის მოზარდ მაყურებელთა რუსულ თეატრში: ვ. სვირიდოვის "კასკადიორები", ნ. მუკბას "საახალწლო ზღაპარი"; ზუგდიდის თეატრში: ნ. მატუკოვსკის "ამნისტია", გ. კალანდიას "მთვარის საათი". აფხაზი მსახიობი და რეჟისორი. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 178 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |