Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვლადიმერ კორშონი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ნიკოლაევი, უკრაინა. 1898 წელს ჩაირიცხა ოდესის კერძო მუსიკალურ სტუდიაში, შემდეგ სწავლა განაგრძო ოდესის კონსერვატორიაში. 1909 წელს შედგა მისი დებიუტი სცენაზე – უდირიჟორა ჯ. როსინის ოპერა "სევილიელ დალაქს", რამაც განსაზღვრა მისი კარიერა; 1912 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის სახაზინო თეატრში ქორმაისტერად; გაეცნო ქართულ საოპერო მუსიკას, ქართველ კომპოზიტორებს და მომღერლებს, 1921 წელს ჩავიდა ბათუმში. ეს წელი დაემთხვა აჭარაში მუსიკალური საზოგადოების დაარსებას, რომლის მუშაობაშიც ის აქტიურად ჩაება. ამ პერიოდში მისი აქტიური მონაწილეობით შეიქმნა სახელმწიფო აკადემიური გუნდი (ხელმძღვანელი – მ. კუხიანიძე), სიმფონიური ორკესტრი და რუსული საოპერო დასი. სამხატვრო ხელმძღვანელად და რეჟისორად მან მიიწვია იმხანად ბათუმში მოღვაწე ე. ვრონსკი, ბალეტმაისტერად – ს. ვაკარეცი, ორკესტრს კი თვითონ ხელმძღვანელობდა; 1922–1927წწ. ბათუმის თეატრში წარმატებით დაიდგა კლასიკური საოპერო რეპერტუარის არაერთი ნიმუში; 1929 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას – ხელმძღვანელობდა ბათუმის სამუსიკო სასწავლებლის საოპერო-საგუნდო კლასს; 1934 წლიდან – სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრს (სამხატვრო ხელმძღვანელი და დირიჟორი) და სახელმწიფო კაპელას. 1936–1938წწ. იყო ბათუმის თოჯინების თეატრისა და დრამატული თეატრის სამუსიკო ნაწილის გამგე (შექმნა მუსიკა ამ თეატრის 40-მდე დრამატულ სპექტაკლისათვის). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |