The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ავთანდილ კორძაძე

ავთანდილ კორძაძე
Date of birth:18 July, 1944  (81 years)
Category:Geologist, Mathematician, Scientist, Physicist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ნოვოსიბირსკის (რფ) სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი მათემატიკის სპეციალობით 1967 წელს.

1966–1984წწ. მუშაობდა ნოვოსიბირსკის სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ციმბირის განყოფილების გამოთვლითი ცენტრის ატმოსფეროსა და ოკეანის დინამიკის განყოფილებაში; 1984–1989წწ. მოსკოვში, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის გამოთვლითი მათემატიკის განყოფილებაში; 1989 წლიდან თბილისში იყო გეოფიზიკის ინსტიტუტის შავი ზღვის დინამიკის განყოფილების ხელმძღვანელი; 1995–2005წწ. დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში; 2005 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მ. ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტის ზღვისა და ატმოსფეროს გეოფიზიკის პროცესების მათემათიკური მოდელირების სექტორის ხელმძღვანელია; მისი ნაშრომები ეხება ოკეანის, ზღვისა და ატმოსფეროს დინამიკის შესწავლას, ჰიდროთერმოდინამიკის ძირითად განტოლებათა სისტემაზე დაფუძნებული სხვადასხვა მათემატიკური მოდელის შემუშავებას; 1998–2003წწ. იყო შავი ზღვის კვლევების საერთაშორისო ცენტრის დირექტორთა საბჭოს წევრი (საქართველოს მხრიდან) და ამავე საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე (ქ. ათენი, საბერძნეთი). გეოფიზიკოსი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1987), პროფესორი (1995). 

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 180

Awards and Honors

  • 2012 - მიხეილ ნოდიას სახელობის პრემია
  • 1996 - მერაბ ალექსიძის სახელობის პრემია
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი

Bibliography


Share: