The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი კოტეტიშვილი

ირაკლი კოტეტიშვილი
დაბადების თარიღი:14 დეკემბერი, 1969  (55 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1993 წელს; საქართველოს დიპლომატიური აკადემია 2001 წელს.

1990–1993წწ. მუშაობდა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში; 1997–2001წწ. იყო საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის რეფერენტი; 2001 წელს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის მოადგილე; 2004 წლის თებერვალ-აგვისტოში საქართველოს შსს მინისტრის მოადგილე; 2004 წლის აგვისტო-დეკემბერში იუსტიციის მინისტრის მოადგილე; 2005–2008წწ. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს წარმომადგენელი რსფსრ-ში; 2008 წლიდან თადარიგშია. გენერალ-მაიორი (2003). 

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.189

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2002 - ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი

გააზიარე: