შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ევგენი კოტლიაროვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ოსტროვი, ლენინგრადის ოლქი, რუსეთი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი 1963 წელს. 1963–1984წწ. მუშაობდა ს. ჭანბას სახელობის სოხუმის დრამატული თეატრის მთავარ მხატვრად; 1978 წელს მონაწილეობდა "საქართველოს თეატრისა და კინოს მხატვართა ნამუშევრების" გამოფენაში (საქართველოს სურათების გალერეა; ახლანდ. დ. შევარდნაძის სახ. ეროვნული გალერეა). ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას სოხუმის სამხატვრო სასწავლებელში. მისი გაფორმებულია სპექტაკლები: "ოტელო", "რომეო და ჯულიეტა" (შექსპირი; ორივე 1963), "ოიდიპოს მეფე" (სოფოკლე; 1965), "მარია ტიუდორი" (ვ. ჰიუგო; 1968), "კლდის სიმღერა" (ბ. შინკუბა; 1969), "დონ კარლოსი" (ფ. შილერი; 1970), "ხიმკვარასა" (ი. ჯოპუა; 1972) და სხვ. გარდა სცენოგრაფიისა ნაყოფიერად მუშაობდა ფერწერის დარგში (პორტრეტი, პეიზაჟი, ნატიურმორტი). სცენოგრაფი. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; აფხაზეთის ინტერნრტ-ბიბლიოთეკა: apsnyteka.org; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.191 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |