The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ეთერ კოღონია

ეთერ კოღონია
Date of birth:5 December, 1932
Date of death:1 April, 1993  (at 60 years)
Category:Translator, Actor/Actress, Filmmaker, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი კვიტოული, ოჩამჩირის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოლოგიის ფაკულტეტიტი 1956 წელს; შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1958 წელს.

1959 წლიდან სოხუმის ს. ჭანბას სახელობის აფხაზური თეატრის მსახიობია, 1972 წლიდან – დ. გულიას ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის დირექტორი. 1979 წელს აირჩიეს აფხაზეთის თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარედ. სხვადასხვა დროს შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: სი-ფინი (ცაო-იუს "ტაიფუნი"), ევა (რ. ებრალიძის "თანამედროვე ტრაგედია"), ფრაუ კაროლინა (კ. გამსახურდიას "მთვარის მოტაცება"), პატარძალი (ფ. გარსია ლორკას "სისხლიანი ქორწილი"), გულთამზე (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"), ნატალია (ა. გრიბოედოვის "ვაი ჭკუისაგან") და სხვ. სოხუმის ქართული თეატრის სცენაზე განასახიერა ტურფა (ა. წერეთლის "პატარა კახი"). მან აფხაზურ ენაზე თარგმნა ნ. დუმბაძის მოთხრობები ("მზე", "სისხლი"), თ. ლანჩავას "სიზმრების გამყიდველი" და სხვ. აფხაზეთის თეატრის სცენაზე დადგა ნ. ტარბას "მზის ასული". გადაღებულია ფილმში "ჩეგემური დეტექტივი" (რეჟ. ა. სვეტლოვი, 1986).

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.194

Awards and Honors

  • 1983 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1982 - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახალხო არტისტი

Share: