შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შალვა ანდღულაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ–ტექნოლოგის კვალიფიკაციით 1971 წელს; მოსკოვის ქიმიური ტექნოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურა 1979 წელს; ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტურანტურა 2004 წელს. 1974-1982წწ. არაორგანული ქიმიისა და ელექტროქმიის ინსტიტუტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტი: უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი, ასპირანტი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; 1981 წლიდან საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი (შემდგომში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი), გარემოსდაცვითი ინჟინერიისა და ეკოლოგიის დეპარტამენტის უფროსი, ლაბორატორიის გამგე, დოცენტი, სრული პროფესორი. 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1979, რუსეთი), ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (2004, თბილისი), პროფესორი. წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერი: my.gtu.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |