The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლევან ოგანეზოვი

ლევან ოგანეზოვი
Date of birth:12 July, 1937
Date of death:25 February, 2018  (at 80 years)
Category:Conductor

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1955 წელს სწავლობდა თბილისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის მე-4 მუსიკალურ სასწავლებელში.

სხვადასხვა დროს მუშაობდა: თბილისის ცირკში ორკესტრის წევრად (1952), საესტრადო ორკესტრ "რეროს" დირიჟორად (1956-1967). 1966 წელს მივლინებული იყო პარიზში "რეროსთან" ერთად, სადაც ცნობილ თეატრ "ოლიმპიაში" საბჭოთა კავშირის მიუზიკლ-ჰოლს დირიჟორობდა. ლ. ოგანეზოვი საქართველოში ჯაზის ერთ-ერთი დამამკვიდრებელია. 1967-2018 წლებში რუსთაველის თეატრის მთავარი დირიჟორი იყო. აქ მან შექმნა სრულიად ახალი მიმდინარეობის საესტრადო-სიმფონიური ჟანრის ორკესტრი, სადაც სრულდებოდა, როგორც კლასიკური რეპერტუარი, ასევე თანამედროვე მუსიკა. მის მიერ გაორკესტრებულია: ავქ. ცაგარელის "ხანუმა", ბ. ბრეხტის "კავკასიური ცარცის წრე" და "კეთილი ადამიანი სეჩუანიდან", შექსპირის "რიჩარდ III" და "ჰამლეტი", გ. სუნდუკიანის "პეპო", მ. ბულგაკოვის "ფარისეველთა შეთქმულება", ე. შვარცის "დრაკონი", მ. ჯავახიშვილის "კვაჭი კვაჭანტირაძე", ლ. ქიაჩელის "გვადი ბიგვა", კ. გოლდონის "მშვენიერი ქართველი ქალი", ა. ჩეხოვის "პალატა N6", პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება", მ. კვესელავას "ას ერგასის დღე", ა. ჭიჭინაძის, რ. სტურუას, ლ. ფოფხაძის, ა. ვარსიმაშვილის "ვარიაციები თანამედროვე თემაზე", თ. ჭილაძის "როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის" და სხვა.

წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.70

Awards and Honors

  • 1981 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

Share: