Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
პავლე კოხრეიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ხონი, ახლანდელი ხონის მუნიციპალიტეტი. დაამთავრაა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოლოგიის ფაკულტეტი 1947 წელს. 1941–1945წწ. მონაწილეობდა II მსოფლიო ომში. 1945–1946წწ. იყო ხონის (ყოფილი წულუკიძე) რაიონის გაზეთ "დამკვრელის" პასუხისმგებელი მდივანი; 1946 წელს "ახალგაზრდა კომუნისტის" თანამშრომელი; 1948–1952წწ. ამავე გაზეთის რედაქტორის მოადგილე; 1952–1953წწ. "საბჭოთა აჭარის" რედაქტორი; 1953–1954წწ. "კომუნისტის" ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილების გამგე; 1957 წლის (აგვ.-დეკ.) – "კომუნისტის" პასუხისმგებელი მდივანი. 1958–1974წწ. – გაზეთ "თბილისის" რედაქტორის მოადგილე; 1974–1983წწ. – "საქართველოს კომუნისტის" მთავარი რედაქტორის მოადგილე; 1983–1987წწ. სამეცნიერო-საგამომცემლო განყოფილების უფროსი; 1983–2006წწ. – საარქივო სამმართველოს დოკუმენტური პერიოდული კრებულის, "საისტორიო მოამბისა" და "სამეცნიერო-საინფორმაციო ბიულეტენის" რედაქტორი. მას ეკუთვნის ლიტერატურულ-კრიტიკული წერილები ქართველი მწერლების შემოქმედების შესახებ. აქვეყნებდა ევროპულ ენებზე არსებულ XIX ს. რუსეთის შიდაცხოვრების ამსახველ ნარკვევებს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.199 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |