Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ფრიდრიხ ზიგმუნდ გეორგ ფრაიჰერ კრეს ფონ კრესენშტაინი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ნიურნბერგი. I მსოფლიო ომის დაწყებისთანავე სპეციალური სამხედრო მისიით გაგზავნეს ოსმალეთში. იყო მე-8 თურქული არმიის სარდალი – ობერსლეიტენანტი. 1916–1917წწ. ხელმძღვანელობდა თავდაცვით ბრძოლებს ინგლისელთა წინააღმდეგ სინაის ნახევარ კუნძულზე, ღაზასთან და პალესტინაში. 1918 წლის მაისში მას გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა. 1918–1919წწ. სათავეში ედგა გერმანიის იმპერიის დიპლომატიურ და სამხედრო მისიას კავკასიაში (რეზიდენცია – თბილისში). მან ხელი შეუწყო კავკასიაში გერმანული გავლენის გავრცელებას და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაახლოებას გერმანულ იმპერიასთან. ომის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა გერმანიაში და განაგრძო ბავარიის სამხედრო ძალებში სამსახური. 1924 წელს მიიღო გენერალ-ლეიტენენტის წოდება. აფხაზებთან საქართველოს ხელისუფლების ურთიერთობაზე წერდა: "აფხაზეთის მთელი მოსახლეობა ქართველების მხარეს იდგა, მხოლოდ ზოგიერთმა მსხვილმა მიწათმფლობელმა მიმართა თურქეთს დახმარებისათვის". საგულისხმოა ისიც, რომ მისი ცნობით, გერმანიამ თავისი ჯარების საქართველოდან გაყვანის წინ მძიმე შეიარაღება და ცხენები ქართველებს გადასცა. 1929 წელს თადარიგში გავიდა. დაწერა მემუარები "ჩემი მისია კავკასიაში". არტილერიის გენერალი (1928). გერმანელი სამხედრო მოღვაწე. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა: nplg.gov.ge Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |