შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეა მათითაიშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საშენი მასალების, კერამიკისა და მინის ქიმიური ტექნოლოგის კვალიფიკაციით 1998 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მაგისტრატურა 1999 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტურატურა 2008 წელს. 2004 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში: 2004-2013წწ. ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი, ლაბორანტი; 2013-2017წწ. ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიის დეპარტამენტი ასისტენტ-პროფესორი; 2017 წლიდან ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიის დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი; 2015 წელს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია, ტრენერი (ქიმია); 2016 წელს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, მოწვეული ლექტორი; 2018 წლიდან საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, საერთო-საუნივერსიტეტო ლაბორატორიული ცენტრის ქიმიის პრეპარატული ლაბორატორია, მეცნიერ-თანამშრომელი; 2019-2020წწ. სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, სასკოლო სასწავლო გეგმის განვითარების და დანერგვის ექსპერტი; 2020 წელს სსიპ - მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, "ტელესკოლის" ქიმიის პედაგოგი; 2020-2022წწ. სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, სასკოლო სასწავლო გეგმის განვითარების და დანერგვის ქიმიის საგნობრივი ექსპერტი; 2023 წელს სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, სასკოლო კურიკულუმების განვითარებისა და მხარდაჭერის ქიმიის ექსპერი (ქოუჩი); 2023 წელს სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს / მაკეტის რეცენზენტი ქიმიის დარგის მეცნიერის მიმაერთულებით; 2023 წლიდან სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბუნებისმეტყველო მიმართულების ექსპერტი; 2021 წლიდან საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის "ქიმია" ხელმძღვანელი; 2024 წლიდან სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, სასკოლო კურიკულუმების განვითარებისა და მხარდაჭერის ქიმიის ექსპერტი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი. ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი (2008), პროფესორი (2013). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |