The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დენიტა ბიბილეიშვილი

დენიტა ბიბილეიშვილი
დაბადების თარიღი:22 დეკემბერი, 1945  (79 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფიზიკოსი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი ქიმიკოსის კვალიფიკაციით 1968 წელს; მოსკოვის მენდელეევის სახელობის ქიმიურტექნოლოგიური ინსტიტუტის ასპირანტურა 1981 წელს.

1969-1972წწ. საქ. მეცნ. აკადემიის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტი, რადიაციული ქიმიის ლაბორატორია, რენტგენო-ტექნიკი, ლაბორანტი, უფროსი ლაბორანტი; 1972-1978წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ფიზიკური ქიმიის კათედრა, უმც. მეცნიერ თანამშრომელი; 1982 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ფიზიკური ქიმიის კათედრა, უფროსი მეცნ. თანამშრომელი, დოცენტი, ასოც. პროფესორი, პროფესორი; 2008-2021წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სწავლების დეპარტამენტი, მთავარი სპეციალისტი, საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილების უფროსი, დოქტორანტურის დეპარტამენტის უფროსი; 2019 წელს ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს წევრი; 2012 წლიდან  სამეცნიერო-შემეცნებითი ჟურნალ "ქიმიის უწყებანი" სარედაქციო კოლეგიის წევრი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი, ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატი (1981), აკადემიური დოქტორი, პროფესორი (1982).

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია, წევრი (2012-)
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, ნამდვილი წევრი (2019-)
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, წევრ-კორესპოდენტი (2011-2019)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: