The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კონსტანტინე ამილახვარი

კონსტანტინე ამილახვარი
Date of birth:1901
Date of death:4 July, 1943  (at 42 years)
Category:Nobleman, Military Person

Biography

კონსტანტინე ამილახვარი დაიბადა საქართველოში, გიორგი ამილახვრის ოჯახში. 1921 წელს ამილახვრების ოჯახი სტამბოლში წავიდა, საიდანაც ადგილობრივი ქართული სათვისტომოს დახმარებით, 1922 წელს საფრანგეთში გადავიდნენ საცხოვრებლად. კონსტანტინე ამილახვარმა სენ-სირის ცნობილი სამხედრო სასწავლებელი დაამთავრა და საფრანგეთის "უცხოურ ლეგიონში" ჩაირიცხა. კონსტანტინეს ახლო ურთიერთობა ჰქონდა ქართველი ემიგრაციის მემარჯვენე ფრთასთან, პირადად იცნობდა ქაქუცა ჩოლოყაშვილს. 1940 წელს გერმანელების მიერ საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილისა და პარიზის ფაქტობრივად უბრძოლველად ოკუპაციის შემდეგ, პარიზში მყოფი კონსტანტინე "მოხალისეთა ლეგიონში" ჩაეწერა. "ფრანგ მოხალისეთა ლეგიონი", რომლის შემადგენლობაშიც 15 ათასამდე მებრძოლი ირიცხებოდა, აღმოსავლეთის ფრონტზე 1941 წლის ოქტომბერში ჩავიდა. ლეგიონში კონსტანტინე ამილახვარი მზვერავთა ასეულის მეთაურად გაამწესეს. კონსტანტინე ამილახვრის ასეული  უკრაინაში "წითელ პარტიზანებს" ებრძოდა. ასეულის წევრები "მონადირეთა" სახელით იყვნენ ცნობილნი და მათ პარტიზანთა მოქმედების არეალში დაზვერვითი სამუშაო ევალებოდათ. კონსტანტინე ამილახვრის შესახებ საბჭოთა კონტრდაზვერვის ორგანომ მალე მოიპოვა ინფორმაცია და კვალშიც ჩაუდგა, მაგრამ გერმანელთა მხარეზე მებრძოლი ქართველი ოფიცრის მოხელთება შეუძლებელი აღმოჩნდა. საბჭოთა კონტრდაზვერვის მცდელობით ლვოვის გესტაპოს განყოფილებას ინფორმატორებმა ასეთი ინფორმაცია მიაწოდეს: "კონსტანტინე ამილახვარი შარლ დე გოლისა და საბჭოთა კონტრდაზვერვის ერთობლივი აგენტია, რის დასადასტურებლადაც მრავალი ფაქტის მოყვანა შეიძლება". გესტაპომ კონსტანტინე ამილახვარს ფარული თვალთვალი დაუწესა, მაგრამ ვერაფერი დაუმტკიცა. საბოლოოდ ის ლვოვიდან გამოიძახეს. "ფრანგ მოხალისეთა ლეგიონის" ბანაკი ქალაქ ლვოვიდან ათიოდე კილომეტრის დაშორებით მდებარეობდა. გესტაპოელებმა კონსტანტინეს მანქანით თავადვე მიაკითხეს. ამილახვარს, რომელმაც სახელგანთქმული ძმის, დიმიტრი ამილახვირის დაღუპვის შესახებ ჯერ კიდევ არაფერი იცოდა, ლვოვში წასვლაზე უარი არ უთქვამს. ქალაქისკენ მიმავალ მანქანას გზაში პარტიზანები დაესხნენ თავს. შეტაკებას ყველა გესტაპოელი შეეწირა, ხოლო კონსტანტინე ამილახვარი მძიმედ დაიჭრა. "ფრანგ მოხალისეთა ლეგიონის" ბანაკში სროლის ხმის გაგონებისთანავე განგაში გამოცხადდა - ლეგიონერები უმალვე შემთხვევის ადგილზე გაჩნდნენ. პარტიზანები მოიგერიეს, მძიმედ დაჭრილი კონსტანტინე ამილახვარი კი სასწრაფოდ პარიზში გაგზავნეს, სადაც ის 1943 წლის 4 ივლისს, გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა. გიორგი ამილახვრის შვილი და დიმიტრი ამილახვრის ძმა. 

წყარო: გაზეთ "კვირის პალიტრის" ოფიციალურ ვებგვერდი: kvirispalitra.ge


Share: