შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევ ლაგორიო![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ფეოდოსია. სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში 1843–1850 წლებში. მისი პედაგოგები იყვნენ მ. ვორობიოვი და ბ. ვილევალდე. სამხატვრო აკადემიაში სწავლის დროს მიიღო ყველა არსებული ჯილდო, მათ შორის 1850 წელს დიდი ოქროს მედალი. 1851 წელს ერთი წლით გაგზავნეს კავკასიაში. 1852 წელს მიიღო რუსეთის ქვეშევრდომობა. 1853–1860 წლებში გაგზავნეს საფრანგეთსა და იტალიაში. ლევ ლაგორიოს ძირითადი ნამუშევრებია: "ანიბალის შადრევანი როკა-და-პაპაში რომის მახლობლად" (1860), "ბაიაზიდის ციხის იერიშის მოგერიება 1877 წლის 8 ივნისს" (1892) და სხვ. საქართველოში ყოფნისას მან შექმნა ნამუშევრები თემებზე: თბილისის ხედები, სურათი "ბათუმი", ასევე საქართველოს მთიანეთის პეიზაჟები; საქართველოს მთიანეთს უნდა ასახავდეს ლევ ლაგორიოს ორი ცნობილი ტილო: "კავკასიის მთებში" (1879) და "ხეობა კავკასიაში" (1893). პირველი ტილო ხარკოვის ხელოვნების მუზეუმში ინახება, მეორე კი მოსკოვში, ტრეტიაკოვის გალერეაში. ნახატისთვის "ახალციხის ციხესიმაგრის შტურმი" 1828 წლის 15 აგვისტოს ლევ ლაგორიოს ბატალური ფერწერის აკადემიკოსის წოდება მიენიჭა. ტილოზე გადმოცემულია სამხედრო ეპოპეა, რომელიც საქართველოს სამხრეთ რეგიონში განვითარდა. 1828 წლის 14 ივნისს რუსეთის იმპერიის არმიამ საბრძოლო მოქმედება დაიწყო ყარსის ციხესიმაგრის მიმართულებით და ქალაქი მალევე დაეცა. 2021 წლის ნოემბერში შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს დაუბრუნდა 2003 წელს რუსეთის ფედერაციისთვის საქართველოდან დროებით საექსპოზიციოდ გადაცემული ლევ ლაგორიოს 1850 წელს შესრულოებული "ანასტასია ორბელიანი-გაგარინას პორტრეტი", რომელიც წლების განმავლობაში რუსეთის მეცნიერებათა და ხელოვნების აკადემიის საცავებში ინახებოდა. წარმოშობით იტალიელი, აკვარელისტი. წყარო: საქართველო უცხოელთა ფერებში : (ნაწილი III) / გიორგი კალანდია // ისტორიანი : ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი. - თბილისი, 2014. - ივნისი. - N6 (42). - გვ.42-48; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |