The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მაია ქავთარაძე

მაია ქავთარაძე
Date of birth:13 August, 1963  (61 years)
Category:Engineer, Scientist, Philologist, Chemist

Biography

დაამთავრა პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ქიმიკოსის კვალიფიკაციით 1985 წელს; საერთაშორისო ენების სახლი  ინგლისური ენის სპეციალობით 1998 წელს; სახელმწიფო მმართველობის ქართულ-ამერიკული ინსტიტუტი  სახელმწიფო მართვის მაგისტრატურა 1999 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტურანტურა 2013 წელს.

1994-1999წწ. მუშაობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გარემოს დაცვის დეპარტამენტში, მეცნიერ- თანამშრომლად; 1999-2013წწ. გარემოს დაცვითი ინჟინერინგის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორად. მისი კვლევები ეხება ჩამდინარე წყლის დამუშავებას - მჟავა წყლების გასანეიტრალებლად ოპტიმალური პირობების შერჩევას, გამწმენდი სიმძლავრეების შერჩევას, ჩამდინარე წყლებიდან მძიმე ლითონების ამოღებისათვის ეფექტური მეთოდების შერჩევას; ყველა რესურსის ხელახალი გამოყენების მიზნით საინჟინრო ხერხებისა და მეთოდების მოძიება როგორც ჩამდინარე წყლის გაწმენდის შემდგომი სარგებლობის, ისე ყველა სახის ლითონის ხელახალი გამოყენებისთვის. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი. აკადემიური დოქტორი (2013), პროფესორი (2013).

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge


Share: