The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მაია ცინცაძე

მაია ცინცაძე
დაბადების თარიღი:31 მაისი, 1963  (61 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1984 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის   ანალიზური ქიმიის კათედრის ასპირანტურა 1987 წელს.

1987 წლიდან მუშაობს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ანალიზური ქიმიის კათედრაზე: 1987-1989წწ. ასისტენტი, 1989-1990წწ. უფროსი მასწავლებელი, 1990-1997წწ. დოცენტი, 1997-2004წწ. პროფესორი, 2004-2006წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ზოგადი ქიმიის დეპარტამენტი, დეპარტამენტის უფროსი; 2006-2009წწ. ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ზოგადი, არაორგანული და ანალიზური ქიმიის მიმართულების ხელმძღვანელი; 2009-2017წწ. ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტი, პროფესორი; 2009 წლიდან ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რ. აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტი, არაორგანულ ნაერთთა ფიზიკა-ქიმიის ლაბორატორია - ლაბორატორიის გამგე; 2017 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი, პროფესორი; 2018 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ქიმიის დეპარტამენტი პროფესორი, ქიმიის დეპარტამენტის უფროსი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი. საქართველოს ქიმიური ჟურნალის პასუხისმგებელი რედაქტორი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქიმიისა და ქიმიური ტექნოლოგიის განყოფილების ექსპერტი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1997).

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რუსეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი
  • საქართველოს ქიმიური საზოგადოება, ვიცე-პრეზიდენტი (2015-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: