Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მარიამ ჯიქია![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2004 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 2005 წელს; საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) კვალიფიკაციით, სახელმწიფო მართვა 2005 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტურა 2008 წელს. 2009-2011წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლის დეპარტამენტი, მოწვეული ლექტორი; 2009-2017წწ. - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნესის სკოლა, მოწვეული პროფესორი; 2011-2012წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლის დეპარტამენტი, ასისტენტ-პროფესორი; 2012-2017წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლის დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი; 2012-2020წწ. - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, სამართლის ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი; 2012-2013წწ. - დეკანი; 2014-2017წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, მოწვეული პროფესორი; 2017-2018წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსი; 2017 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, პროფესორი; 2018-2022წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი; 2020 წლიდან - სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი, სამართლის სკოლა, მოწვეული პროფესორი; 2023 წლიდან - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი, მოწვეული პროფესორი. კვლევითი და პედაგოგიური საქმიანობა საერთაშორისო გრანტების საფუძველზე განხორციელებული აქვს სხვადასხვა პერიოდში გერმანიაში (რეგენსბურგის უნივერსიტეტი, მაქს-პლანკის კვლევითი ინსტიტუტი), იტალიაში (ლუისის უნივერსიტეტი, სალერნოს უნივერსიტეტი), ესპანეთსა (ბასკეთის უნივერსიტეტი, გრანადის უნივერსიტეტი) და ჩეხეთში (პალაცკის უნივერსიტეტში); 24 საერთაშორისო გრანტისა და სამეცნიერო სტიპენდიის მფლობელი, მათ შორის, შემდეგი ფონდებიდან: DAAD, HESP-OSI, ჟან-მონე, ევროკავშირი, კონრად ადენაუერი, რობერტ ბოში, მაქს-პლანკი და სხვ.; 26 საერთაშორისო პროგრამის მონაწილე, მათ შორის გერმანიაში, იტალიაში, ესპანეთში, ხორვატიაში, ჩეხეთში, უკრაინაში, თურქეთში, პოლონეთში; ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოქვეყნებული 70 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის 7 სახელმძღვანელო, 6 მონოგრაფია / კვლევითი წიგნი; 39 სამეცნიერო ნაშრომის რედაქტორი. აკრედიტაციის ექსპერტი და ეუთოს სერტიფიცირებული საერთაშორისო ექსპერტი საარჩევნო სამართალში. სამეცნიერო ინტერესები: საერთაშორისო საჯარო სამართალი, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი, ევროკავშირის სამართალი. სამართლის დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი. სადოქტორო დისერტაცის თემა - "ინდივიდის სტატუსი თანამედროვე საერთაშორისო სამართალში", დაიცვა 2008 წელს. წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: my.gtu.ge Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |