The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მამუკა მაცაბერიძე

მამუკა მაცაბერიძე
Date of birth:12 September, 1957  (67 years)
Category:Engineer, Scientist, Educator, Technologist, Chemist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ქიმიკოს-ტექნოლოგის კვალიფიკაციით 1980 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ასპირანტურა 1983 წელს.

1983 წლიდან მუშაობს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტში (შემდგომში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი): 1983-2009წწ. ზოგადი და არაორგანული ქიმიის კათედრა, უფროსი ლაბორანტი, ლაბორატორიის გამგე, დოცენტი; 2007-2008წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო სექტორი, სექტორის ხელმძღვანელი; 2009 წლიდან კომერციალიზაციის დეპარტამენტი დეპარტამენტის უფროსი; 2009 წლიდან ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიის დეპარტამენტი, სრული პროფესორი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომების კრებულის სარედაქციო კოლეგიის წევრი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი. ქიმიის მეცმნიერებათა კანდიდატი (დაიცვა 1990 წელს სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ა. ნ. ნესმეიანოვის სახელობის ელემენტორგანულ ნაერთთა ინსტიტუტში). აკადემიური დოქტორი, პროფესორი (2009).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პირიდინკარბონმჟავების ამიდების და იმიდაზოლის წარმოებულების მეტალებთან კოორდინაციული ნაერთების რენტგენოსტრუქტურული კვლევა", დაიცვა 1990 წელს.

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge

Member of Organizations

  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, პრეზიდენტის მოადგილე

Awards and Honors

  • 2013 - ღირსების ორდენი

Bibliography


Share: