The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარინე მაჩაბელი

მარინე მაჩაბელი
დაბადების თარიღი:1899
გარდაცვ. თარიღი:1986  (87 წლის ასაკში)
კატეგორია:დიდგვაროვანი

ბიოგრაფია

მარინე მაჩაბელი  დაიბადა მიხეილ (მიშო) მაჩაბლისა ანა (ანეტა) გიორგის ასული ქსნის ერისთავის (1864-1934) ოჯახში. მარინე მაჩაბელი, თავისი გამორჩეული მშვენიერების გამო, მნიშვნელოვანი პოლიტიკური მისიისთვის შეარჩიეს პროგერმანული ორიენტაციის ქართველმა პოლიტიკოსებმა: გიორგი მაჩაბელმა, მიხეილ წერეთელმა, ლეო და გიორგი კერესელიძეებმა და სხვებმა, რომლებიც შედიოდნენ ბერლინში მოქმედ საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტში. მათ გერმანიის ხელისუფლებასთან ჰქონდათ მოლაპარაკება კაიზერ ვილჰელმ II-ის უმცროსი ვაჟის - იოაჰიმის (1890-1920) საქართველოში გამეფების შესახებ. მისთვის მარინე მაჩაბელი უნდა მიეთხოვებინათ. ზემოხსენებული პროექტის ჩაშლის გამო, მარინე მაჩაბელი ცოლად გაჰყვა იტალიის კონსულს საქართველოში ფრანჩესკო ფრანზონის. იმავე წლის ბოლოს ფრანზონი დაინიშნა იტალიის ელჩად სტოკჰოლმში. 1941 წლის იანვარში ფრანზონი დაინიშნა ელჩად ლისაბონში.  მარინე მაჩაბელს დარჩა ორი ვაჟიშვილი, რომლებიც დიპლომატიურ სამსახურში იყვნენ, ერთი შვეიცარიაში იტალიის წარმომადგენლად და მეორე ავღანეთში. საქართველოს მთავრობამ 1919 წელს მიმოქცევაში გამოუშვა დროებითი ფულის ნიშნები (ბონები): 1, 3, 5, 10, 50, 100, 500 მანეთის ღირებულებით, რომლებსაც 1920-1921 წლებში დაემატა 1000 და 5000-მანეთიანები. მათი ესკიზების ავტორები იყვნენ მხატვრები: იოსებ შარლემანი (1880-1957), დიმიტრი შევარდნაძე (1885-1937) და ჰენრიკ ჰრინევსკი (1869-1938). მანდილოსნის პორტრეტი მხოლოდ 500-მანეთიან ბონის კუპიურას ამშვენებდა. ქართული ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენელი, მიხეილ ქავთარაძე (1906-2008) თავის მოგონებებში აღნიშნავდა: "როდესაც თბილისის პირველ გიმნაზიაში ვსწავლობდი, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე დიდი ზეიმით აღინიშნებოდა, იმავე პერიოდში საქართველოს მთავრობამ მიმოქცევაში შემოიღო ბონები, რომელსაც ქართული წარწერები და ჩუქურთმები ამშვენებდა. მოსახლეობის პატრიოტულად განწყობილი ნაწილი დაუფარავი სიამოვნებით აკვირდებოდა ეროვნული ფულის ნიშნებს, რომელთაგანაც მხატვრული გაფორმების თვალსაზრისით ყველაზე მეტად 500-მანეთიანი მოსწონდათ. მასზე გამოსახული იყო მშვენიერი ახალგაზრდა ქალი. როგორც მაშინ აღნიშნავდნენ, მის გარეგნობაში ბონის ესკიზის ავტორმა გააერთიანა მშვენება სამი მანდილოსნისა, რომლებიც იმხანად ქართული სილამაზის ეტალონებად ითვლებოდნენ. ესენი იყვნენ: მარინე მაჩაბელი, მერი შერვაშიძე და მელიტა ჩოლოყაშვილი". მარინა მაჩაბლის სახელი ემიგრაციაში მყოფმა გამომგონებელმა და ქიმიკოსმა გიორგი მაჩაბელმა თავის მიერ შექმნილი სუნამოთი უკვდავყო. საქართველოს არშემდგარი დედოფლის, მარინა მაჩაბლისადმი მიძღვნილი სუნამო "საქართველოს დედოფალი" ჩასხმული იყო ჯვრიანი ოქროს გვირგვინის ფორმის ფლაკონში. ეს იყო პირველი სუნამო, რომელიც გიორგი მაჩაბელმა დაამზადა და მის სუნამოებს შორის ყველაზე პოპულარული აღმოჩნდა. მიხეილ (მიშო) მაჩაბლის შვილი. ქართული ემიგრაციის წარმომადგენელი.

წყარო: 100 წლის წინანდელ ქართულ ფულზე გამოსახული მანდილოსნის პროტოტიპები : როგორ გაერთიანდა სამი უმშვენიერესი ქალის სახე 500-მანეთიან კუპიურაზე / ნიკო ჯავახიშვილი // ისტორიანი : ისტორიულ-შემეცნებითი ყოველთვიური ჟურნალი.- თბილისი, 2019. N 3 (99).-გვ.36-43გაზეთ "კვირის პალიტრის" ოფიციალური ვებგვერდი: kvirispalitra.ge


გააზიარე: