Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჯემალ გაბელია![]()
Biographyდაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1975 წელს; მოსკოვის უმაღლესი მილიციის სკოლა კვალიფიკაციით, სამართალმცოდნე 1990 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურა 2006 წელს. 1973-1975წწ. - თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტის კომკავშირის კომიტეტის განთავისუფლებული მდივანი; 1975-1977წწ. - საქართველოს კომკავშირის გალის რაიკომის საორგანიზაციო განყოფილების გამგე, მეორე მდივანი; 1994-2004წწ. - შინაგან საქმეთა სამინისტრო, სისხლის სამართლის სამძებრო აპარატი, განყოფილების უფროსი, სამმართველოს უფროსის მოადგილე, სამმართველოს უფროსი, მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე; 1999-2006წწ. - ჰუმანიტარულ-ტექნიკური ინსტიტუტი, იურიდიული სპეციალობა, პედაგოგი; 2005-2012წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ბიზნეს-ინჟინერგის ფაკულტეტი, მოწვეული პროფესორი; 2012-2016წწ. - ასოცირებული პროფესორი; 2016 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი. მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში. მუშაობს სამეცნიერო ნაშრომებზე. სამეცნიერო ინტერესები: სისხლის სამართალის ზოგადი ნაწილი, სისხლის სამართლის საპროცესო სამართალი, საინჟინრო სამართალი, მტკიცებითი სამართალი. წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: my.gtu.ge Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |