Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჯემალ ჯანაშია![]()
Biographyდაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1971 წელს; საკავშირო შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემია - 1982 წელს. 1978-1981წწ. - შინაგან საქმეთა სამინისტრო, კადრების სამმართველო, უფროსი ინსპექტორი; 1983-1984წწ. - შინაგან საქმეთა სამინისტრო, ნარკომანიასთან ბრძოლის ქვეგანყოფილების უფროსი; 1984-1986წწ. - ვაკის შინაგან საქმეთა განყოფილების უფროსი; 1986-1988წწ. - ნარკომანიასთან ბრძოლის განყოფილების უფროსი; 1988-1991წწ. - სისხლის სამართლის სამძებრო სამმართველოს უფროსის მოადგილე; 1990-1991წწ. - სისხლის სამართლის სამძებრო სამმართველო, ცხინვალის კომენდანტის მოადგილე; 1991-1993წწ. - ქ. თბილისის 26 კომისრების რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსი; 1991-1992წწ. - სისხლის სამართლის სამძებრო სამმართველო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფელ ლაბრის კომენდანტი; 1992-1993წწ. - სისხლის სამართლის სამძებრო სამმართველო, სამეგრელოს რეგიონის წალენჯიხის კომენდანტი; 1993-1996წწ. - ნარკობიზნესთან ბრძოლის ეროვნული ბიუროს უფროსი; 1996-1998წწ. - საქართველოს უშიშროების სამინისტრო, საერთაშორისო დანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტის თავმჯდომარე; 1998-2004წწ. - საქართველოს უშიშროების სამინისტრო, სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის უფროსის მოადგილე; 2004-2006წწ. - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ნარკომანიის, ნარკობიზნესის და საერთაშორისო დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში მინისტრის თანაშემწე; 2013-2017წწ. - საქართველოს შინაგან საქმეთა აკადემია, პროფესორი, სამსახურის უფროსი; 2017 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, პროფესორი; 2018 წლიდან - სისხლის სამართლის დეპარტამენტი, პროფესორი. სამეცნიერო ინტერესები: ნარკოტიკების სამართალი, სისხლის სამართალი, ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ბრძოლის სამართლებრივი და ორგანიზაციულ-მეთოდოლოგიური საკითხები, ნარკოდანაშაულის სოციალური კონტროლის მექანიზმები, ნარკოდანაშაულის კრიმინოლოგია. მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში, მუშაობს სამეცნიერო ნაშრომებზე. იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სამართალდამცავი ორგანოების პროფილაქტიკური საქმიანობის ხემძღვანელობის უზრუნველყოფა", დაიცვა 1984 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "საერთაშორისო ნარკობიზნესთან ბრძოლის გეოპოლიტიკური და სამართლებრივი ასპექტები", დაიცვა 2002 წელს. წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: my.gtu.ge Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |