Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ილია გველესიანი![]()
Biographyდაამთავრა სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი ჰიგიენისტ, ეპიდემიოლოგ–ექიმის კვალიფიკაციით 1982 წელს; სსრკ სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიის მ. პ. ჩუმაკოვის სახელობის პოლიომიელიტისა და ვირუსული ენცეფალიტის ინსტიტუტის ასპირანტურა. 1992-1991წწ. საქართველოს შავი ჭირის საწინააღმდეგო სადგურის ვირუსოლოგიური განყოფილების ექიმი; 1991-1993წწ. თბილისის საქალაქო სანეპიდსადგურის კვების ჰიგიენის ცენტრალიზებული ლაბორატორიის გამგე; 1993-1995წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი სან. ეპიდ. სამმართველოს მთავარი სპეციალისტი; 1995-2000წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანულ ნივთიერებათა ტექნოლოგიის კათედრის დოცენტი; 1996-1997წწ. საქართველოს რკინიგზის სამედიცინო სამსახურის უფროსის მოადგილე-მთავარი სანიტარული ექიმი; 1997-2005წწ. შპს "საქართველოს რკინიგზა" საზ. ჯანდაცვის საგზაო ცენტრის საზ. ჯანდაცვის მთავარი ექიმი; 2006-2006წწ. შპს "საქართველოს რკინიგზა" სანიტარული ინსპექციისა და საზ. ჯანდაცვის საგზაო ცენტრის საზ. ჯანდაცვის პრევენციული მედიცინის დირექტორის მოადგილე; 2006-2007წწ. შპს "საქართველოს რკინიგზა"სამედიცინო სამსახურის საწარმოო ჰიგიენის განყოფილების გამგე; 2006-2007წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფარმაციის კათედრა, პროფესორი; 2007-2012წწ. შპს "საქართველოს რკინიგზა", ფილიალი "მგზავრთა გადაყვანა", პრევენციულ ღონისძიებათა ზედამხედველობის ჯგუფის უფროსი; 2007-2012წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი; 2012-2013წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფარმაციის დეპარტამენტის პროფესორი; 2013 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის პროფესორი; 2015 წლიდან თსსუ, ვ. ბახუტაშვილის სახ. ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის ეკოლოგიური ვირუსოლოგიის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ- თანამშრომელი. მრავალი სამეცნიერი ნაშრომის ავტორი და თანაავტორი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1989), აკადემიური დოქტორი, პროფესორი (2006). ვირუსოლოგი, ინფექციონისტი. წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |