The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გვაზავა შოთა

გვაზავა შოთა
Date of birth:6 August, 1917  (107 years)
Date of death:19??
Category:Painter, Filmmaker

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.

1936 წელს ჩაირიცხა თბილისის სამხატვრო აკადემიაში ფერწერის ფაკულტეტზე, ხოლო 1937-1941 წლებში მოსკოვის საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე.

სტუდენტობის პერიოდში მის მიერ შესრულებულმა სარეჟისორო ექსპლიკაციებმა: პუშკინის "ქარბუქმა", პ. მერიმეს "მატეო ფალკონემ", მაღალი შფასება დაიმსახურა. 1947 წელს ზუგდიდის თეატრის რეჟისორად იწყებს მუშაობას. მან იქ განახორციელა შემდეგი დადგმები: ალიგურის "ზოია", მოლიერის "სკაპენის ოინები", ა. კორნეიჩუკის "ძახველის ჭალა" და "პლატონ კრეჩეტი", ბერიაკოვსკის "იულიუს ფუჩიკი", ვასილიევის "ამქვეყნიური სამოთხე", მუხთაროვის "ოჯახის ღირსება" და "ალანის ოჯახი", გ. ქელბაქიანის "თქმულება დიდ მეგობარზე" და "ჩემი პირადი საქმე", ვ. პატარაიას "სანაპიროზე", ვ. გაბისკირიას ''ახალი წლის ღამე'', დ. თაქთაქიშვილის ''უკანასკნელი ნიღაბი'', ს. მთვარაძის ''ჩაშლილი ქორწილი'', შ. დადიანის "გეგეჭკორი" და სხვა. შ. გვაზავა კინოსტუდია "ქართულ ფილმში" რეჟისორის ასისტენტად მუაობდა ფილმებზე: "პაპა გიგია", "ყვავილი თოვლზე", "უდიპლომო სასიძო", "მასწავლებელი" და სხვა.

წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.76; რეჟისორის გზა / კ. გოგოძე // საბჭოთა ხელოვნება. - თბ., 1966. - N5. - გვ.60-63


Share: