The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე კუზნეცოვი

ივანე კუზნეცოვი
დაბადების თარიღი:8 სექტემბერი, 1892
გარდაცვ. თარიღი:9 ივნისი, 1946  (53 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოლოგი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ნალჩიკი.

დაამთავრა პეტროგრადის (ახლანდელი სანქტ-პეტერბურგი) სამთო ინსტიტუტი 1919 წელს.

1939 წლამდე მუშაობდა გეოლოგიის კომიტეტში, 1939–1946წწ. – სსრკ მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიის ინსტიტუტში. 1941–1944წწ. ცხოვრობდა თბილისში, მონაწილეობდა ადგილობრივ გეოლოგიურ დაწესებულებების მუშაობაში. მისი უმთავრესი შრომები ეხება კავკასიის ტექტონიკისა და მაგმატიზმის საკითხებს. მანვე დააზუსტა კავკასიონის მეზოზოური ფიქლების სერიის სტრატიგრაფიის ძირითადი საკითხები, დაადგინა ძირულის მასივის ფილიტების წყების ადრინდელი კამბრიული ასაკი. რუსი გეოლოგი, კავკასიის მკვლევარი, გეოლიურ-მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1942). 

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; ინტერნეტ ენციკლოპედია "რუვიკი" : ru.ruwiki.ru;საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.221


გააზიარე: