შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თადეოზ ჩოლოყაშვილი![]()
ბიოგრაფიაXIX საუკუნის მიწურულს თავად თადეოზ (თადო) ჩოლოყაშვილმა, რომელიც სოფელ ხაშმში, კერძოდ "ყარაბულახში" 250 ჰექტარ ვენახს ფლობდა, თავისი სასახლის ეზოში, მარანი ააშენა, რომელიც იტალიელ სპეციალისტებს დააპროექტებინა. "აქაური წითელი ღვინო განთქმული იყო მთელ კახეთში. თბილისელი ვაჭრები ყოველწლიურად დიდი რაოდენობით ყიდულობდნენ ხაშმის წითელ ღვინოს. ყარაბულახის ვენახები სარწყავ ფართობში იყო. ჩოლოყაშვილის მარანიც მთელ კახეთში ერთ-ერთი საუკეთესო და დიდი მოცულობის იყო. ქვევრებს შორის გადიოდა წყაროს წყალი, რაც მუდმივ და საჭირო ტემპერატურას ქმნიდა" (ვ. ქარუმიძე "ხაშმი: ისტორია, თანამედროვეობა", 2002). ღვინის ხარისხს აქ უაღრესად დიდი ყურადღება ექცეოდა და საქართველოს გარდა წარმატებითაც იყიდებოდა რუსეთის იმპერიასა და ევროპაში. 1928 წელს თადეოზ ჩოლოყაშვილი დააპატიმრეს და ქონება ჩამოართვეს, ხოლო მისი მარანი "სამტრესტმა" შეიძინა 1940-იან წლებში. მელიტა ჩოლოყაშვილის მამა. მეღვინე. წყარო: ღვინის ეროვნული სააგენტო-wine.gov.ge; ხაშმი:ისტორია, თანამედროვეობა / ვახტანგ, ქარუმიძე.-თბ. : ცოდნა, 2002
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |