Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მერაბ ხალვაში![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი ისტორიის სპეციალობით 1996 წელს. მუშაობა დაიწყო ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე; 1996-1999წწ. სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბათუმის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიზნობრივ ასპირანტურაში; 1998-2004წწ. მუშაობდა ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო ნაწილში; 2004-2005, 2015 წლებში დირექტორის თანამდებობაზე; პარალელურად ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის არქეოლოგიის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომლად; 2000 წლიდან საქართველოს ძველ ისტორიასა და არქეოლოგიაში ლექციებს კითხულობს ბათუმის უნივერსიტეტში; 2004-2006წწ. ბსუ-ს საქართველოს ისტორიის კათედრის დოცენტია; 2006-2022წწ. არჩეულია ასოცირებული პროფესორის, ხოლო 2022 წლიდან პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე; 2005–2011წწ. მუშაობდა ბსუ-ს სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანის, ხოლო 2011-2015წწ. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე; 2015-2016წწ. იყო რექტორის მოვალეობის შემსრულებელი; 2016 წლიდან უკავია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობა. გამოქვეყნებული აქვს 50-მდე სამეცნიერო ნაშრომი (მათ შორის რამდენიმე მონოგრაფია) ქართულ და უცხოურ ენებზე. მონაწილეობდა ფიჭვნარის, გონიო-აფსაროსის, ციხისძირის, ჩაქვის ჩაისუბანის, ზენდიდის, კოლოტაურის და სხვა არქეოლოგიურ ექსპედიციებში. 2024 წლიდან გონიო-აფსაროსის მუდმივმოქმედი საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელია. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გვიანანტიკური და ადრებიზანტიური ხანის ქალაქებისა და საქალაქო ცხოვრება სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში", დაიცვა 2001 წელს. წყარო: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი: bsu.edu.ge Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |