შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე თევზაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1995 წელს; 2006 წელს ლეუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის (ბელგია) პლაზმური ასტროფიზიკის ცენტრში მიენიჭა მათემატიკის დოქტორის ხარისხი; იყო ტურინის ასტრონომიულ ობსერვატორიისა (იტალია) და აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის პოსტდოქტორანტი. 2009 წელს აირჩიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორად. 2012 წლიდან არის კარნეგი მელონის უნივერსიტეტის (აშშ) ფიზიკის ფაკულტეტის მოწვეული ასოცირებული პროფესორი და ადიუნქტ-პროფესორი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იყო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრი, სტუდენტური საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების კომისიის თავმჯდომარე, ფიზიკის დარგობრივი სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარე, სადისერტაციო საბჭოს მდივანი და ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე. ალექსანდრე თევზაძე 2017-2018 წლებში იყო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, 2019-2024 წლებში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები Physical Review E, D, Letters (ამერიკის ფიზიკური საზოგადოება), ლატვიის ეროვნული სამეცნიერო საბჭოს და პოლონეთის კვლევისა და განვითარების ეროვნული ცენტრის ჟურნალებში. ალექსანდრე თევზაძის კვლევითი ინტერესებში შედის თეორიული და რიცხვითი ასტროფიზიკა, მათ შორის, აკრეციული და პროტოპლანეტური დისკების დინამიკა, წანაცვლებითი დინებები, კოსმოსური მაგნიტური ველები და ტურბულენტობა. სხვადასხვა დროს ალექსანდრე თევზაძე მონაწილეობდა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული სამეცნიერო ფონდის, სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის, შვეიცარიის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, ევროკომისიის FP7 პროგრამის, იტალიის მთავრობის სწავლისა და კვლევის პროგრამის, ბელგიის სამეცნიერო ფონდის და სამეცნიერო საერთაშორისო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების ცენტრის მიერ დაფინანსებულ კვლევებსა და პროექტებში. წყარო: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი: kiu.edu.ge; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო: mes.gov.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |