შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოდარ შოშიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტიტეტი საქართველოს ისტორიის სპეციალობით 1946 წელს; ასპირანტურა საქართველოს ისტორიის სპეციალობით. 1951-1958წწ. მუშაობდა სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში შუა საუკუნეების მატერიალური კულტურის ისტორიის განყოფილების ჯერ უმცროს, შემდეგ კი უფროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1954 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას, კითხულობდა ლექციებს თბილისის პედაგოგიურ ინსტიტუტში; 1958-1972წწ. წლებში მოღვაწეობდა კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში შემდეგ პოზიციებზე: ისტორიული დოკუმენტებისა და არქივების განყოფილების ხელმძღვანელი (1960-1963), პალეოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელი (1963-1968), დიპლომატიკის განყოფილების ხელმძღვანელი (1968-1972); 1972 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრაზე. იყო ჯერ დოცენტი (1972), ხოლო 1992 წლიდან პროფესორი; კითხულობდა ლექციებს ისტორიისა და აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე. მისი სპეცკურსები იყო: საქართველოს ისტორია, საქართველოს ისტორიის წყაროთმცოდნეობა, ქართული ისტორიოგრაფია, ქართული დიპლომატიკა და პალეოგრაფია, ანტიკური ხანის ქართულ სახელმწიფოთა და შუა საუკუნეების საქართველოს სახელმწიფო წყობილება, ქართული ფეოდალური საგვარეულობის ისტორია. ნ. შოშიაშვილი აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ ენციკლოპედიასთან, იყო ენციკლოპედიის საქართველოს ისტორიის სექციის გამგე. ენციკლოპედიაში გამოქვეყნებული აქვს სტატიები შუა საუკუნეების ქართულ გვარებზე, ისტორიულ პირებზე, ბაგრატიონთა დინასტიაზე, ეპიგრაფიკაზე, ქართული დამწერლობის განვითარებაზე და სხვა. მრავალი სამეცნიერო სტატიისა და მონოგრაფიის ავტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "რკონის დაწერილი, როგორც საისტორიო წყარო", დაიცვა 1953 წელს. ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |