Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზანდა იოსელიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1959 წელს. იმავე წელს მუშაობა დაიწყო მარჯანიშვილის თეატრში; მის მიერ განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია: ლილი (ზაკისა და კუზნეცოვის "ორი ფერი"), ჟაკლინი (მოლიერის "ძალად ექიმი"), რობერტა (ჯ. პრისტლის "საუნჯე"), სოფია მარკოვნა (მ. გორკის "მოხუცი"), დედა (ა. აფინოგენოვის "მაშენკა"), ცვირი შოლია (მ. ჯავახიშვილის "კვაჭი კვაჭანტირაძე"), ეთერი (მ. ბარათაშვილის "ჩემი ყვავილეთი"), თალიკო (კ. ლორთქიფანიძის "კოლხეთის ცისკარი"), მოქალაქე (ფ. დიურენმატის "მილიარდერის ვიზიტი"), ნინო (რ. თაბუკაშვილის "რას იტყვის ხალხი"), მერი (ბროუდის "კერპი"), თეა ("ნოველების საღამო"), ქორევტი ქალი (ევრიპიდეს "მედეა") და სხვა. გადაღებულია ფილმებში: "ბიჭი და ძაღლი", "აბეზარა", "უდიპლომო სასიძო", "ხევსურული ბალადა", "წუთისოფელი", "ანარეკლი", "ვერის უბნის მელოდიები", "ადამიანთა სევდა", "ომი და ქორწილი"; სატელევიზიო ფილმში "ჩემი ცოლის დაქალები" და სხვა. კინოსა და თეატრის მსახიობი. წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.77; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |