The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჭოლა კუკულაძე

ჭოლა კუკულაძე
დაბადების თარიღი:1 მაისი, 1921
გარდაცვ. თარიღი:სექტემბერი, 1998  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:მოქანდაკე, მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ლანჩხუთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი 1956 წელს.

იყო II მსოფლიო ომის მონაწილე. 1956 წლიდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში. 1963–1968წწ. იყო სოხუმის მთავარი მხატვარი. ძირითადი ნამუშევრები: ფერწერა – "პარტიზანთა მდინარეზე გადასვლა", "გიორგი ლეონიძე და დიმიტრი გულია", "კონსტანტინე გამსახურდია", "ნესტორ ლაკობა", "გალაკტიონ ტაბიძე", "შოთა რუსთაველი", "იაკობ გოგებაშვილი", "ილია ჭავჭავაძე", "აკაკი წერეთელი", "ეფრემ ეშბა"; "შინმოუსვლელთა მემორიალი" სოფ. ჯვარში, პ. ძიგუას ძეგლი ქ. გალში. მონაწილეობდა "საქართველოს სსრ სახვითი ხელოვნების" (1987, მოსკოვი) გამოფენაში. მისი ნამუშევრები დაცულია მოსკოვის, მინსკის, სანქტ-პეტერბურგის, შვეიცარიისა და გერმანიის კერძო კოლექციებში.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; ალიონი: მშვიდობისა და სიყვარულის კაცი - ჭოლა კუკულაძე – 100 საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 222-223

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აფხაზეთის მხატვართა კავშირი, თავმჯდომარე (1969-1979)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1971 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი
  • 1969 - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული მხატვარი

გააზიარე: