შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკიფორე კულეში![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სპეციალური განათლება არ მიუღია. მუშაობდა სცენოგრაფიისა და პეიზაჟის დარგში. XX ს. დასაწყისში თბილისში დამკვიდრდა. გაფორმებული აქვს შემდეგი სპექტაკლები: "ეგორ ბულიჩევი და სხვები" (გრიბოედოვის სახ. რუს. თეატრი, 1933); "რახილი" (ოპერისა და ბალეტის თეატრი, 1936, ი. ფარაჯანოვთან ერთად); "აჯილდა", "ცხოვრება გვიკარნახებს", "ოქროს ვერძი" (სანკულტურის თეატრი, 1937–1938; გ. გოცირიძესთან ერთად); "პატიოსნებისათვის" (სომხეთის დრამის თეატრი, 1939) და სხვ. სავარაუდოდ ის თბილისის ოპერის თეატრში იმ წლებში მოღვაწეობდა, როდესაც თეატრის სცენაზე დადგეს პირველი ქართული ოპერა (XX ს. 10–20-იანი წწ. მიჯნა). ამავე წლებში მან დაიწყო საგანგებო პავილიონის მშენებლობა (კ. ფოცხვერაშვილთან ერთად), რათა გამოეფინა 1914 შეძენილი ცნობილი სურათი-პანორამის, ე. წ. პიგლჰეინის "გოლგოთის" საავტორო ასლი. მშენებლობა შეაჩერა საბჭოთა ხელისუფლებამ. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმსა და კერძო კოლექციაში. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |