The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქეთევან კუპატაძე

ქეთევან კუპატაძე
დაბადების თარიღი:9 თებერვალი, 1971  (54 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის (ახლანდელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) ქიმია-ბიოლოგიის ფაკულტეტი 1993 წელს.

1999–2007წწ. მუშაობდა ს.-ს. ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტში. მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროა გარემოს და ეკოლოგიური ქიმია, თეორიული ქიმია, ქიმიის დიდაქტიკა, ქიმიის ისტორია. არის ავტორი სამეცნიერო ნაშრომების, 2 ვირტუალური პროგრამისა და 4 მონოგრაფიის. ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (2007-იდან პროფესორი). არის "European Training Foundation"-ის მეცნიერების პოპულარიზაციის ელჩი (2022); ჟურნალების "Journal Tchê Química"-ისა (2017-იდან) და "SCIREA Journal of Chemistry"-ის რედკოლეგიის წევრი (2019 წლიდან); "Southern Brazilian Journal of Science"- ის მეორე რედაქტორი (2022 წლიდან). მიღებული აქვს მოლდოვის მეცნიერებათა აკადემიის სპეციალური მედალი ქიმიის პოპულარიზაციისთვის (2017). NATO-ს მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ სტატიაში დასახელდა სამ გამორჩეულ მეცნიერ ქალთა შორის (2022). პედ. მეცნ. დოქტორი (2003), პროფესორი (2005).

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი: საბუნებისმეტყველო მეცნიერებისა და მედიცინის ფაკულტეტი: faculty.iliauni.edu.ge საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.234-235

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: