შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვალერი მოდებაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა ვულვერჰამპტონის უნივერსიტეტი (გაერთიანებული სამეფო) პოლიტიკის განხრით 2001 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურა, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (საზოგადოება და პოლიტიკა) - 2003 წელს; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2011 წელს; შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის დოქტორანტურა 2011 წელს. 2002-2003წწ. - პროფესიონალ ტრეინინგ გრუპი, ადმინისტრაციული თანაშემწე; 2003-2004წწ. - Spie Capag S.A. & Petrofac International LTD (ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტი), თარჯიმანი; 2004-2005წწ. - საქართველოს პარლამენტი, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, სტაჟიორი; 2005-2006წწ. - სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, პროექტის ასისტენტი; 2006-2010წწ. - სამშენებლო კომპანია "ვერტიკალი", იურიდიული განყოფილება, დირექტორის თანაშემწე; 2010-2011წწ. - საერთაშორისო ურთიერთობების სასწავლო უნივერსიტეტი, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანი; 2010-2011წწ. - წმიდა ილია მართლის სახელობის თბილისის ეროვნული უნივერსიტეტი, სამართლის ფაკულტეტი, საერთაშორისო სამართლის ლექტორი; 2010-2015წწ. - ამერიკული ჰუმანიტარული უნივერსიტეტი, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, პოლიტიკურ მეცნიერებათა ასოცირებული პროფესორი; 2011-2015წწ. - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების ასოცირებული პროფესორი; 2013-2015წწ. - Canik Başarı Üniversitesi, საერთაშორისო ვაჭრობისა და ადმინისტრაციის დეპარტამენტი, მოწვეული პროფესორი; 2014-2015წწ. - ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტი, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების ასოცირებული პროფესორი; 2015-2018წწ. - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების ასოცირებული პროფესორი; 2018-2021წწ. - საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლა, საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი; 2021 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი. საერთაშორისო რეფერირებადი და რეცენზირებადი სამეციერო ჟურნალის - "სამართალი და ეკონომიკა"-ს რედაქტორი; სამი საერთაშორისო რეფერირებადი და რეცენზირებადი სამეცნიერო ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი (Kutbilim Journal of Social Sciences and Arts, SADAB Journal of Social Research and Behavioral Sciences, Journal of Liberty and International Affairs). გამოქვეყნებული აქვს წიგნები და ნაშრომები როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე. არის 9 წიგნის და 78 სამეცნიერო სტატიის ავტორი. რეგულარულად მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში და აქვეყნებს სტატიებს სხვადასხვა პრესტიჟულ სამეცნიერო ჟურნალებში. 2010 წლიდან მოყოლებული ეწევა აქტიურ სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას. ფლობს 5 ენას (ინგლისური, გერმანული,ესპანური, რუსული და ქართული). სამეცნიერო ინტერესები: პოლიტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, გეოპოლიტიკა, საერთაშორისო ურთიერთობების ისტორია, კონფლიქტების ანალიზი, საგარეო პოლიტიკა, ეთნიკური კონფლიქტები და ომები; საქართველოს ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან, უცხო ქვეყნების გეოპოლიტიკური ინტერესები კავკასიაში. სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: my.gtu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |