შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარიამ მესხი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ველისციხე, ახ. გურჯაანის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა სიღნაღის შრომის სკოლა 1926 წელს. პირველად სცენაზე 5 წლის ასაკში გამოჩნდა, 1913 წელს ველისციხის დრამატულმა დასმა შაქრო საფაროვის რეჟისორობით დადგა პიესა "ორი ჯიბგირი", სადაც პატარა გოგონას როლი შეასრულა; სკოლაში სწავლის დროს, არდადეგების პერიოდში ხშირად ღებულობდა მონაწილეობას ამავე დრამატული წრის წარმოდგენებში; 1925 წელს ველისციხეში ჩამოყალიბდა მუდმივი დრამატული დასი რეჟ. ელისო იანქოშვილის ხელმძღვანელობით, სადაც მ. მესხიც მიიწვიეს და 1939 წლამდე იმუშავა; 1940-1941წწ. მუშობდა სიღნაღის თეატრში; 1941-1950წწ. ველისციხის თეატრში; 1950-1952წწ. თელავის ორჯონიკიძის სახელობის სახელმწიფო თეატრში; 1953 წლიდან კი ველისციხეში მოღვაწეობდა; შესრულებული აქვს 250-მდე დიდი და პატარა როლი, მათ შორის აღსანიშნავია: ფაცია, სიდუ (შ. დადიანის "გუშინდელნი" და "გეგეჭკორი"), ასია (უ. ჰაჯიბეკოვის "არშინ მალ ალან"), დუდუხანი (ვ. გუნიას "ორი გმირი"), სონა, ქაბატო (ავქ. ცაგარელის "ხანუმა"), ტატიანა (ბ. ლავრენიოვის "რღვევა"), მარგარიტა (ა. შირვანზადეს "პატიოსნებისათვის"), ლიდა (ა. კორნეიჩუკის "პლატონ კრეჩეტი"), კრუჩინინა (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი"), ქეთინო (დ. ერისთავის "სამშობლო"), მარიამი (გ. ბააზოვის "მუნჯები ალაპარაკდნენ"), დედა (გედევანიშვილის "სინათლე"), ლუიზა (ფ. შილერის "ვერაგობა და სიყვარული"), ტურფა (აკ. წერეთლის "პატარა კახი"), ქრისტინე (პ. ირეთელის "ქრისტინე") და სხვა. დაჯილდოებული იყო მედლებით, საქართველოს სსრ კულტურის სამინისტროს პირველი ხარისხის დიპლომებით. წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.81; მარიამ მესხი : ველისციხის სახალხო თეატრის მსახიობის ხსოვნისადმი / ნ. ხელაძე // თეატრალური მოამბე. - 1976. - N2. - გვ.67-68 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |