შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი კუპრეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო ფაკულტეტი 1977 წელს, სახელმწიფო უშიშროების უმაღლესი სასწავლებელი (მინსკი) 1982 წელს. 1971–1978წწ. იყო ქუთაისის მცირე გაბარიტების სატრანსპორტო ქარხნის ინჟინერ-კონსტრუქტორი; 1978–1981წწ. საქართველოს კვების მრეწველობის კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელი; 1982–1986წწ. მუშაობდა ვოლგოგრადის ოლქის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში სხვადასხვა თანამდებობაზე; 1986–2004წწ. აჭარის ა/რ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში; 1994–2004წწ. იყო აჭარის ა/რ-ის სახელმწიფო უშიშროების მინისტრის პირველი მოადგილე. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურის საპატიო თანამშრომელი (1996), გენერალ-მაიორი (2000). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; mematiane.ge: შექმენი საკუთარი ისტორია: mematiane.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.237 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |