Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შოთა ფაფიაშვილი![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1966 წელს; დოქტორანტურა 1988 წელს. 1985-1991წწ. - იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი, საქართველოს უმაღლესი სასამართლოს წევრი; 1991-1992წწ. - საქართველოს სახელმწიფო კონტროლის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე; 1994-1998წწ. - საქართველოს შსს აკადემიის უფროსის მოადგილე; საქართველოს გენერალური პროკურატურის სასწავლო ცენტრის უფროსი; 2000-2005წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სისხლის სამართლის პროცესისა და კრიმინალისტიკის კათედრის გამგე; 2004-2008წწ. - საქართველოს სპორტის აკადემიის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 2009 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი; 1994 წელს საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულებით მიენიჭა პოლიციის პოლკოვნიკის სპეციალური წოდება; 2003 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით მიენიჭა იუსტიციის სახელმწიფო მრჩევლის (გენერლის) უმაღლესი სპეციალური წოდება. საქართველოს იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიის დამფუძნებელი და პრეზიდენტი. სამეცნიერო ინტერესები: კრიმინალისტიკა, კრიმინალისტიკური ტექნიკა. იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: my.gtu.ge; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული ბიბლიოთეკა: dspace.nplg.gov.ge Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |