The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შოთა ფაფიაშვილი

შოთა ფაფიაშვილი
დაბადების თარიღი:1936  (89 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1966 წელს; დოქტორანტურა 1988 წელს.

1985-1991წწ. - იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი, საქართველოს უმაღლესი სასამართლოს წევრი; 1991-1992წწ. -  საქართველოს სახელმწიფო კონტროლის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე; 1994-1998წწ. - საქართველოს შსს აკადემიის უფროსის მოადგილე; საქართველოს გენერალური პროკურატურის სასწავლო ცენტრის უფროსი; 2000-2005წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სისხლის სამართლის პროცესისა და კრიმინალისტიკის კათედრის გამგე; 2004-2008წწ. - საქართველოს სპორტის აკადემიის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 2009 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი; 1994 წელს საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულებით მიენიჭა პოლიციის პოლკოვნიკის სპეციალური წოდება; 2003 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით მიენიჭა იუსტიციის სახელმწიფო მრჩევლის (გენერლის) უმაღლესი სპეციალური წოდება. საქართველოს იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიის დამფუძნებელი და პრეზიდენტი. სამეცნიერო ინტერესები: კრიმინალისტიკა, კრიმინალისტიკური ტექნიკა. იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: my.gtu.ge; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული ბიბლიოთეკა: dspace.nplg.gov.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს იურიდიულ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (2015-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: