შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თაკო ჭილაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის სპეციალობით. წლების განმავლობაში მუშაობდა სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში. მისი მთარგმნელობითი დებიუტი 2011 წელს როი ჯენკინსის ბიოგრაფიული ორტომეულით – "ჩერჩილი" შედგა, ამას მოჰყვა რონალდ რეიგანის "ამერიკული ცხოვრება", ჯეკ კერუაკის "გზაზე", პიტერ აკროიდის "შექსპირი", რენდელ კეინესის "დარვინი", ბობ დილანის "ქრონიკები" და მარგარეტ ტეთჩერის "როგორც თავად იტყოდა". 1994 წელს ოლდოს ჰაქსლის 100 წლის იუბილეზე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიიდან მივლინებით იყო ლონდონში. 2016 წელს კი თარგმნა ჰაქსლის რომანი "დრო უნდა ჩერდებოდეს". მწერალ ოთარ ჭილაძის შვილი. წყარო: იუმორი აადვილებს საქმეს : ინტერვიუ / თაკო ჭილაძე; ესაუბრა თამარ ჟურული // ლიტერატურული გაზეთი.-თბილისი, 2021-2022.-24 დეკემბერი - 10 იანვარი.-N 24.-გვ. 14-15; ინტერნეტგაზეთი: mastsavlebeli.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |