Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სერგო ბარხუდარიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. მუსიკალური სასწავლებლისა და ვაჟთა გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლას განაგრძობს ბერლინის კონსერვატორიაში (ფორტეპიანოს კლასი, პროფ. ი. შულცი). 1910 წელს გადადის პეტერბურგის კონსერვატორიაში (პროფ. ვ. კალაფატის და პროფ. ი. ვიტოლის კლასი). 1915 წელს კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ, იქვე რჩება შემდგომი დახელოვნებისათვის. 1917 წელს ს. ბარხუდარიანი ბრუნდება თბილისში და მართავს საფორტეპიანო კონცერტებს. 1918 წელს კი მიიწვიეს სომხური მუსიკალური სკოლის დირექტორად. 1919-1929 წლებში მუშაობდა ერევნის საგუნდო კურსების ხელმძღვანელად. 1921-1923 წლებში კონცერტებს მართავს ამიერკავკასიაში, მოსკოვსა და ლენინგრადში. 1923 წლიდან ს. ბარხუდარიანს იწვევენ თბილისის კოლსერვატორიაში მუსიკალურ-თეორიული საგნების პედაგოგად. შემდომ ხელმძღვანელობს კომპოზიციის კლასს და წლების მანძილზე კათედრის გამგეა. 1934-1937 წლებში ასეთსავე მუშაობას ეწევა ერევანში. 1941 წლიდან იგი თბილისის კონსერვატორიის პროფესორია. მის მიერ დაწერილი ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია: სიმფონიური პოემა "ანუში", ბალეტი "ნარიანე", საბავშვო მუსიკალური კომედია "კერი კუჩი", საფორტეპიანო ნაწარმოებები: "ვალსი", "წყარო", "აკვარელი", "ესკიზი", "ზღაპარი", "აღმოსავლური ცეკვები", "სიუიტა", აგრათვე ელეგიები, პრელუდიები, ვალსები, მარშები, ლირიკული სიმღერები, დაამუშავა საიათნოვას სიმღერები და სხვა. წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.81 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |