The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სერგო ბარხუდარიანი

სერგო ბარხუდარიანი
დაბადების თარიღი:8 სექტემბერი, 1887
გარდაცვ. თარიღი:1973  (85 წლის ასაკში)
კატეგორია:კომპოზიტორი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

მუსიკალური სასწავლებლისა და ვაჟთა გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლას განაგრძობს ბერლინის კონსერვატორიაში (ფორტეპიანოს კლასი, პროფ. ი. შულცი). 1910 წელს გადადის პეტერბურგის კონსერვატორიაში (პროფ. ვ. კალაფატის და პროფ. ი. ვიტოლის კლასი).

1915 წელს კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ, იქვე რჩება შემდგომი დახელოვნებისათვის. 1917 წელს ს. ბარხუდარიანი ბრუნდება თბილისში და მართავს საფორტეპიანო კონცერტებს. 1918 წელს კი მიიწვიეს სომხური მუსიკალური სკოლის დირექტორად. 1919-1929 წლებში მუშაობდა ერევნის საგუნდო კურსების ხელმძღვანელად. 1921-1923 წლებში კონცერტებს მართავს ამიერკავკასიაში, მოსკოვსა და ლენინგრადში. 1923 წლიდან ს. ბარხუდარიანს იწვევენ თბილისის კოლსერვატორიაში მუსიკალურ-თეორიული საგნების პედაგოგად. შემდომ ხელმძღვანელობს კომპოზიციის კლასს და წლების მანძილზე კათედრის გამგეა. 1934-1937 წლებში ასეთსავე მუშაობას ეწევა ერევანში. 1941 წლიდან იგი თბილისის კონსერვატორიის პროფესორია. მის მიერ დაწერილი ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია: სიმფონიური პოემა "ანუში", ბალეტი "ნარიანე", საბავშვო მუსიკალური კომედია "კერი კუჩი", საფორტეპიანო ნაწარმოებები: "ვალსი", "წყარო", "აკვარელი", "ესკიზი", "ზღაპარი", "აღმოსავლური ცეკვები", "სიუიტა", აგრათვე ელეგიები, პრელუდიები, ვალსები, მარშები, ლირიკული სიმღერები, დაამუშავა საიათნოვას სიმღერები და სხვა.

წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.81

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1960 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1936 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • 1935 - სომხეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: