შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი კუპრეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კოტიანეთი, ახლანდელი სენაკის მუნიციპალიტეტი. 1927 ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1929 წელს უნივერსიტეტის აგრონომიის ფაკულტეტის ბაზაზე დაარსდა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, რომელიც 1931 დაამთავრა. იმავე წელს, პარალელურად, სწავლების კურსი დაასრულა თბილისის საკავშირო სუბტროპიკული ინსტიტუტი. 1932–1933წწ. მუშაობდა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში (შეთავსებით – ამიერკავკასიის უმაღლესი პარტიული სკოლის ლექტორად); 1933–1937წწ. ზუგდიდისა და გალის რაიონებში ეკავა სხვადასხვა თანამდებობა; 1937–1939წწ. იყო ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების ინსტიტუტის სოხუმის ფილიალის დირექტორი; 1939–1941წწ. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის გამომცემლობის გამგე; 1946–1981წწ. მუშაობდა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიკის კათედრაზე; იყო აგრონომ-ეკონომიკის პრობლემების მკვლევარი და ეწეოდა სამეცნიერო-პედადოდიურ მოღვაწეობას. არის სამეცნიერო ნაშრომების, მათ შორის 3 სახელმძღვანელოს ავტორი. მიღებული აქვს სახელმწიფო და საბრძოლო ჯილდოები. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1967), პროფესორი (1969). II მსოფლიო ომის მონაწილე. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.237 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |