The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დიმიტრი კურდღელაიძე

Date of birth:16 October, 1927  (97 years)
Category:Mathematician, Scientist, Educator, Physicist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი შენაქო, ახმეტის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემათიკის ფაკულტეტი 1949 წელს.

1950–1954წწ. და 1961–1974წწ. მუშაობდა მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1954–1961წწ. – სსრკ მეცნ. აკადემიის ენერგეტიკის ინსტიტუტში (ЭНИН); 1975–1992წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის (1992-იდან თსსუ) სამედიცინო ფიზიკისა და ბიოფიზიკის კათედრის გამგე; 1992–2004წწ.  ამავე კათედრის პროფესორი; 2004 წლიდან – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნ. მუსხელიშვილის სახ. გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი. ის არის სამეცნიერო შრომების, მათ შორის 11 მონოგრაფიის ავტორი. მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროა გრავიტაციის თეორია, კოსმოლოგია, ელემენტარული ნაწილაკების თეორია, კლასიკური და კვანტური ველების თეორია, არაასოცირებადი ველის თეორია; დ. ივანენკოსთან ერთად ჩამოაყალიბა ჰიპოთეზა კვარკული ვარსკვლავების არსებობის შესახებ და იწინასწარმეტყველა კვარკების დეკონფაინმენტის შესაძლებლობა. წლების განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. სტუდენტებისთვის გამოსცა სახელმძღვანელო სამედიცინო ბიოფიზიკაში (1997). ფიზიკოს-თეორეტიკოსი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1968), პროფესორი (1979).

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.238

Bibliography

  • სამედიცინო ბიოფიზიკა : ლექციების ჩანაწერი (Author). - თბილისი, 1997. - 182გვ.
  • გეომეტრიის ამოხსნილი ამოცანები : პლანიმეტრია (Co-Author). - თბილისი, თბილისის წიგნების ფაბრიკა, 1991. - 859გვ.
  • სამედიცინო ფიზიკა : მეთოდური მასალა სტუდენტებისათვის (Co-Author) // ნაწ. 3, ოპტიკური და ატომური მოვლენები და მათი მედიკო-ბიოლოგიური გამოყენება. - თბილისი, 1990. - 158გვ.
  • სამედიცინო ფიზიკა : მეთოდური მასალა სტუდენტებისათვის (Co-Author) // ნაწ. 2, ელექტრონული მოვლენები და მათი მედიკო-ბიოლოგიური გამოყენება . - თბილისი, 1990. - 138გვ.
  • სამედიცინო ფიზიკა : მეთოდური მასალა სტუდენტებისათვის (Co-Author) // ნაწ. 1, მექანიკური მოვლენები და მათი მედიკო-ბიოლოგიური გამოყენება . - თბილისი, 1990. - 160გვ.

Share: