Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კარლო კუცია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ჯუგაანი, სიღნაღის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი ირანის ისტორიის სპეციალობით 1958 წელს. 1959–1960წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებულ უცხო წყაროთა კომისიაში; 1960 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების შუა საუკუნეების ისტორიის განყოფილების თანამშრომლად. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თეატრალურ, ასევე აზიისა და აფრიკის ინსტიტუტებში. მისი კვლევის სფერო მოიცავდა აღმოსავლურ წყაროებს, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს, მათ სოციალურ- ეკონომიკურ სტრუქტურას, თარგმნა არაერთი მანამდე უცნობი წყარო: ესაი ჰასან ჯალალიანცის "აღვანთა ქვეყნის ისტორია" (1971); "ისფაჰანის ქართველი ტარუღები" (1618–1722), არაქელ დავრიჟეცის "ცნობები საქართველოს შესახებ" (1974); თომა მეწოფელის "ისტორია თემურლენგისა და მისი შთამომავლებისა" (1987); Икта в Тарих-и Алам-арай-и Аббаси, კრებული მახლობელი აღმოსავლეთი და საქართველო (1991); რუსულ ენაზე თარგმნიდა ძველი ქართული ჰაგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლებს: "Житие и Мученичество святого мученика Константи грузина, который был замучен царём вавилонян Джафаром" (1978; თანაავტ. ნ. ვაჩნაძე). მისი სამეცნიერო პუბლიკაციები (80 - მდე ნაშრომი, ამათგან 5 მონოგრაფია) გამოცემულია ასევე რუსულ, სომხურ, სპარსულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე სხვადასხვა ქვეყანაში. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1975), პროფესორი (1996), აღმოსავლეთმცოდნე. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.247 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |