The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირმა გიკაშვილი

ირმა გიკაშვილი
დაბადების თარიღი:20 იანვარი, 1970  (55 წლის)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ისტორიის ფაკულტეტი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტურა.

1996-2000წწ. - ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის კვლევითი ინსტიტუტი, მაძიებელი; 2000-2006წწ. - ასოციაცია "სამართლებრივი საზოგადოება", კონსულტანტი; 2017 წლიდან - თბილისის ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის 178-ე საჯარო სკოლა, წამყვანი მასწავლებელი; 2015 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტი, უფროსი მასწავლებელი; 2021 წლიდან - ასისტენტ-პროფესორი; 2023 წლიდან - თბილისის ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის 178-ე საჯარო სკოლა, საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა, მენტორი მასწალებელი. კვლევის ინტერესები: საქართველოს პირველი რესპუბლიკა, ემიგრანტული მთავრობის მოღვაწეობა საფრანგეთში, მონღოლთა ბატონობის ხანა საქართველოში და ჩინგის ყაენის "დიდი იასა", ქართული სამართლის ისტორია. მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში. მუშაობს სამეცნიერო ნაშრომებზე. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი.

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: my.gtu.ge


გააზიარე: