The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ფელიქს ლაგორიო

დაბადების თარიღი:1781
გარდაცვ. თარიღი:1857  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:დიპლომატი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ფეოდოსია.

ნეაპოლის სამეფოს კონსული ფეოდოსიაში. თავის ძმებთან ერთად განაგებდა 1811 წელს დაარსებულ სამეგრელოს, ანუ ფაზისის სავაჭრო კომპანიას. 1808 წლის 12 ივნისს მან ფეოდოსიიდან საქართველოში გაგზავნა სავაჭრო ექსპედიცია, რომელსაც მისი ძმა ხელმძღვანელობდა. ექსპედიცია ანაკლიაში ჩავიდა, ხოლო შემდეგ რედუტ-კალეს (ნავსადგური დასავლეთ საქართველოში), ჭალადიდისა და მარნის გავლით ქუთაისამდე მიაღწია (თბილისში ჩასვლა ვერ მოახერხეს).
მან გამოაქვეყნა ექსპედიციის დღიურების ფრაგმენტები (თავად იყო თუ არა საქართველოში, დანამდვილებით არ არის ცნობილი), რომლებიც მნიშვნელოვან ცნობებს შეიცავს სამეგრელოსა და იმერეთის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ ისტორიისათვის. მოცემულია მასალა საზოგადოებრივი ურთიერთობის დასახასიათებლად სამეგრელოსა და იმერეთში, არის ცნობები სოლომონ II-ისა და სამეგრელოს დედოფლის, ეკატერინე დადიანის შესახებ, ხაზგასმულია ფოთის ხელსაყრელი მდებარეობა.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge


გააზიარე: