შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ფელიქს ლაგორიო![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ფეოდოსია. ნეაპოლის სამეფოს კონსული ფეოდოსიაში. თავის ძმებთან ერთად განაგებდა 1811 წელს დაარსებულ სამეგრელოს, ანუ ფაზისის სავაჭრო კომპანიას. 1808 წლის 12 ივნისს მან ფეოდოსიიდან საქართველოში გაგზავნა სავაჭრო ექსპედიცია, რომელსაც მისი ძმა ხელმძღვანელობდა. ექსპედიცია ანაკლიაში ჩავიდა, ხოლო შემდეგ რედუტ-კალეს (ნავსადგური დასავლეთ საქართველოში), ჭალადიდისა და მარნის გავლით ქუთაისამდე მიაღწია (თბილისში ჩასვლა ვერ მოახერხეს). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |